Thursday, 23 May 2019

ჩვენი სოფლის ღირსშესანიშნაობები

იმის შემდეგ რაც ჩვენი ნიჭიერი და კრეატიული ახალგაზრდა კლუბის წევრები დაესწრნენ პრეზენტაციას ქსნის ციხის შესახებ, მოაწყვეს გამოკითხვა ადგილობრივ მოსახლეობაში და გააცნეს ტრენინგზე განხილული ინფორმაცია,შემდეგ კი გადაწყვიტეს მოენახულებინათ ქსნის ციხე და იქვე ემსჯელათ ამ ციხის ისტორიაზე. 

პროექტის მიზანია რაც შეიძლება მეტი ადამიანი დაინტერესდეს ქსნის ციხის შესახებ რომელსაც მრავალსაუკუნოვანი ისტორია გააჩნია.







ქსნის ციხე



       ქსნის ციხე, მტკვრის ციხე, მტვერის ციხე, კონსტანტილაბათი  შუა საუკუნეების ციხესიმაგრე აღმოსავლეთ საქართველოში, მდინარე ქსნისა და მტკვრის შესაერთავთან, სარკინეთის მთაზე. კონტროლს უწევდა მნიშვნელოვან სტრატეგიულ გზასაყარს. XVI საუკუნის დასაწყისში ააგო ქართლის მეფის კონსტანტინე II-ის ძემ, ბაგრატმა, თავის ძმასა, ქართლის მეფე დავით X-სა (1505-1525) და კახეთის მეფე ავ-გიორგის (1511-1513) შორის მიმდინარე ბრძოლების დროს.
     ციხე დგას სარკინეთის მთაზე, სოფელ ციხისძირის მიდამოებში, მდინარეების მტკვრისა და ქსნის შესაყართან, ქსნის მარცხენა ნაპირზე. აგებული 1511-14 წლებში.
1512 წელს ქართლის მეფის, დავით X -ის (1505-1525 წწ.) უმცროსმა ძმამ, ბაგრატმა საუფლისწულოდ მუხრანი და შიდა ქართლის სადროშოს სპასპეტობა ითხოვა, სამაგიეროდ კახეთის მეფე ავგიორგისთან შებრძოლება იკისრა. დავითი დათანხმდა ძმას. ქსნის ციხე ბაგრატ მუხრანბატონმა საუფლისწულო მამულების მიღებისთანავე ააგო. როცა ავგიორგიმ ციხის აგების ამბავი გაიგო, წამოვიდა ჯარით და ციხეს ალყა შემოარტყა. ალყა სამ თვეს გაგრძელდა, მაგრამ უშედეგოდ. ავგიორგიმ ბაგრატს დაცინვით ღვინო გაუგზავნა და შეუთვალა - შენ მეფის ძე ხარ და რამდენი ხანია ღვინის გემო არ გინახავსო. ბაგრატს კი ჭაში ცოცხალი ორაგული ჰყავდა, გაუგზავნა ორაგული და თან შეუთვალა - სამი თვეა ქსანზე დგახარ და ორაგული არ გიგემია, აჰა, ეს ცოცხალი იგემეო. ავგიორგი დარწმუნდა, რომ ციხე უზრუნველყოფილი იყო სანოვაგითა და სასმელი წყლით, ალყა მოხსნა და უკუიქცა.
1513 წელს ავგიორგი მეორედ შემოესია ქართლს. ბაგრატმა ის შეიპყრო და ქსნის ციხეში გამოამწყვდია. „შემდგომად მცირედისა ჟამისა მოაშთვეს ავგიორგი ციხესა მას შინა და მოკუდა.“ 1746 წელს ძლიერ დაზიანებული ციხე კონსტანტინე მუხრანბატონმა თითქმის ხელახლა ააგო, რაზეც მოგვითხრობს ციხის შესასვლელის თავზე ამოკვეთილი კარგად შემონახული სამშენებლო წარწერა
ქსნის ციხეს პირვანდელი სახე შეცვლილი აქვს და ამჟამად სანახევროდ დანგრეულია. ციხე კარგად არის შერწყმული გარემოსთან, აქედან კარგად ჩანს მდინარეების მტკვრისა და ქსნის ხეობები. 


ფოტო გალერეა

















qsnis cixe
(1511-1514 ww.)





1. kompleqsSi Semavali nagebobebi
გალავანი, პრიზმული კოშკი, ორი ცილინდრული კოშკი, ხუთსართულიანი კოშკი, წყალსაცავი, მარანი.


2. mniSvnelovani da saintereso informacia
ქსნის ციხეს ასევე ეძახიან მტკვრის ციხეს, მტვერის ციხეს, კონსტანტილაბადს.


3. adgilmdebareoba
ქსნის ციხე მდებარეობს საქართველოში, ქართლში, მცხეთის რაიონში სარკინეთის მთაზე, სოფელ ციხისძირის მიდამოებში, მდინარეების ქსნისა და მტკვრის შესაყართან, ქსნის მარცხენა ნაპირზე.
     




რუკა